საქართველს პარლამენტის შენობაში ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ გამოაცხადეს

დღეს, 14 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა”. მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე უნდა წარსდგეს მოხსენებით: „პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე”.
„უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებულია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.
პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები”. ასევე, „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”.
საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი” თუ „წითელი” დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
ოპოზიციური პარტიების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ ს და ამომრჩევლების ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს, 2024 წლის 25 ნოემბერს, პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებდა.
ის „წითელი დონით” შეცვალეს 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო „ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ახალი საპარლამენტო ს და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნებით აქციები დღემდე გრძელდება.
6 დეკემბერს „წითელი დონე” გაუქმდა და რამდენჯერმე ისევ „ყვითელი” ამოქმედდა, მათ შორის 2024 წლის დეკემბერში კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის პროცედურის და 2025 წლის თებერვალში ს მოხსენებით გამოსვლის გამო.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.
შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს(გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა. მათ შორის რადიო თავისუფლებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ