ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მიმდინარე კვირაში მშვიდობის მიმართულებით პროგრესი არ იქნება – ფრიდრიხ მერცი

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მიმდინარე კვირაში მშვიდობის მიმართულებით პროგრესი არ იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ კვირაში თუ რეალური პროგრესი არ იქნება, ერთობლივად ვიმუშავებთ სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრებისთვის“, – აღნიშნა მერცმა ბერლინში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერცის განმარტებით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების გამკაცრებას ენერგეტიკის სექტორზე.
თავის მხრივ, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს ში მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ს სრულმასშტაბიან შეჭრას ებრძვის.
„ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
პირველი არხი