დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება. ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.
“ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”, – განაცხადა პესკოვმა.
მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე, და ასევე არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დროს.
“არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა პესკოვმა.