– გერმანიაში ხელისუფლება კრძალავს “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ “არ აღიარებენ ხელისუფლებას“ – საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეულ ხელისუფლებას

გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი “არ აღიარებენ ხელისუფლებას – საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.
,,გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. “რაიხსბიურგერების” ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი “არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას”, “ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს”, “ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს”, “ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში”, “ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება”.
საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება.
ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე”, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით