პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ, შესაძლოა შეაფერხოს ქვეყანაში ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები – EBRD

EBRD-მა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციამ, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 6%-ზე დატოვა, ხოლო 2026 წელს 5%-იან ზრდას ვარაუდობს.
თუმცა EBRD განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა რისკები, რომელთა შორისაა პოლიტიკური არასტაბილურობა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება.
„პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ შესაძლოა შეაფერხოს ქვეყანაში ექსპორტის ზრდა და ინვესტიციები, რადგან რუსეთიდან მიგრაციის ერთჯერადი ეფექტი ქრება.
გარდა ამისა, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება ასევე საგარეო ბალანსის შესუსტებას და საერთაშორისო მოთხოვნის შესუსტებას, გაზრდილი სავაჭრო ტარიფებისა და გაუარესებული ბიზნეს გარემოს გამო, ასევე საკრედიტო ზრდის შენელებას,”- ნათქვამია EBRD-ის მიმოხილვაში.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ასეთია:

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…