თბილისში აფხაზი „მინისტრის“ ვიზიტის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

თბილისში კომენტარს არ აკეთებენ ენერგეტიკის სფეროში ქართულ-აფხაზურ კონსულტაციასთან დაკავშირებით.
აფხაზურმა „Нужная газета“-მ 23 დეკემბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 22 დეკემბერს ოკუპირებული ს „სამთავრობო დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის“ კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით ზუგდიდში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.
„წყაროების ცნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა საქართველოდან ელექროენერგიის მიწოდებას ითხოვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„Нужная газета“ წერდა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობდა ეს ინფორმაციია ხალხისგან დაემალა“.
როგორ მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთმა ოკურებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს უკვე გადაუხადა 700 მლნ რუბლი (7.6 მლნ დოლარი)
რადიო თავისუფლება ენგურჰესს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, ახალი ამბის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიუღია.
კრისტინა ოზგანის „ვიზიტის“ შესახებ კომენტარს არც ოკუპირებული აფხაზეთში აკეთებენ.
ქართველი ენერგეტიკოსი გია არაბიძე რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შესაძლოა ვარდნილჰესის საკითხი განეხილათ.
ენგურჰესი საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია. რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი განლაგებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; გვირაბის ნაწილი, მართვის პულტი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა აფხაზურ მხარესაა.