სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე უიტკოფი და კელოგი ჩავლენ – „როიტერსის“ ექსკლუზივი

სტამბოლში სა და უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად -ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი გაემგზავრებიან. შეხვედრა 15 მაისისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ „როიტერსს“ აცნობა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს ამ მოლაპარაკებებზე. 13 მაისს ჩატარებულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, თუმცა არ უთქვამს, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ს 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს(15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.
შემდეგ ზელენსკიმ დააზუსტა, რომ თურქეთში იმ შემთხვევაშიც ჩავა, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა მოლაპარაკებებზე დასწრების სურვილი, თუმცა გადაჭრით არაფერი უთქვამს. „არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ [შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ]“, – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი