როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს

როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს
როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იდგნენ არა გაუქმებული USAID – ის მხარეს, არამედ ქართველი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის მხარეს, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„იმის შეხსენება, რომ საქართველომ გაიღო ძალიან ბევრი ამერიკისთვის და საერთაშორისო მშვიდობისთვის, ამ მხრივ შეიძლება ითქვას გამორჩეული პარტნიორი და მხარდამჭერი იყო საქართველო -ის, ეს არის ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი. ვინც ამას არ ითვალისწინებდა ეს ჩვენ ვიცით რომ იყო „დიფ სთეითი“ და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც უხეშად ლახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოვიდა დრო იმისა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტი ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. ამის თაობაზე, ცნობილი პრემიერ მინისტრის ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ გახდა, რომლის ადრესატებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი არიან. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
Next: საქართველო იმყოფება “ცალმხრივი მეგობრობის” მძევლობაში – , ბალტიისპირეთის ქვეყნები, “ევროსაბჭოთა კავშირი”, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება – ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის