ალექსანდრ ვუჩიჩი – ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს – ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია და დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება

ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, მოხარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„რაც უნდა გაკეთდეს, ეს მედიის თავისუფლება, კორუფციის აღმოფხვრა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ელემენტს რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის მკაფიო დაგმობა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება