ტურისტებისთვის ახალი პორტალი – places.georgia.travel-ი მზადდება

ტურისტულ ინდუსტრიასა და სერვისებთან დაკავშირებით სპეციალურ პორტალზე places.georgia.travel ერთიანი მონაცემთა ბაზა მზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პლატფორმა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, სერვისებსა და ტურისტულ პროდუქტებზე ინფორმაცია მიიღონ.
„პორტალზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, კერძო სუბიექტის მიერ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც პროცესს უფრო მოქნილს გახდის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს