Apple-ი დასაკეცი iPhone-ის და ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს

Apple-ი დასაკეცი iPhone-ის და ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს
ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტი Apple-ი 2027 წლისთვის დასაკეცი iPhone-ის და ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს.
Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გარმენის ინფორმაციით, 2027 წელს მთავარი სიახლე გასაშლელ-დასაკეცი iPhone 18 იქნება, რომელიც კონკურენციას Samsung Galaxy Fold-სერიას გაუწევს. მისი ფასი სავარაუდოდ 2000-დან 2500 დოლარამდე იქნება.
გარდა ამისა, 2027 წლისთვის ამერიკული კომპანია ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს, რომელიც Apple Intelligence-ით იქნება აღჭურვილი და ის კონკურენციას Meta-Ray-Ban-ის -სათვალეს გაუწევს.