ილია დარჩიაშვილი – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვით, რუსეთი შავ ზღვაში [ოჩამჩირეში] ახალი სამხედრო ბაზის მოწყობას გეგმავს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს“ , – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ