საბა ბუაძე – კობახიძის წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს

ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი – იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს, – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.
მისივე შეფასებით, კობახიძის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილი „არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს”.
„ეს წერილი არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობების ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, „ქართლი ოცნების” მიღწევები, რაც არის. ეს არის ლევან დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია.
ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთი მარცხისათვის შეაგუოს – „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი ს მიმართულებით აპირებენ.
შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში არ ელაპარაკება, რომელიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ”, – განაცხადა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს