2025 წლის პირველ კვარტალში დეპუტატებს შორის ყველაზე ძვირი 24,507 ლარი მარიამ ლაშხის მივლინებები დაჯდა, რომელიც 9-17 მარტს აშშ-სა და მექსიკაში იყო, 23-27 მარტში სერბეთში, 27-30 მარტში კი თურქეთში. მარიამ ლაშხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ამასთან არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრიც., ინფორმაციას ,,ბიემჯი” ავრცელებს
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე ადგილზეა ლევან მახაშვილი, რომლის უნგრეთში, ბელგიაში, ალბანეთში, ავსტრიაში, სლოვენიასა და რუმინეთში მივლინებები ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა. ლევან მახაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
მესამე ადგილზეა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომლის უნგრეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, ბოსნია ჰერცოგოვინასა და ეგვიპტეში მივლინება ბიუჯეტს 23,140 ლარი დაუჯდა.
სულ 2025 წლის პირველ კვარტალში ქართული ოცნების დეპუტატების საერთაშორისო მივლინებები სახელმწიფო ბიუჯეტს 188,040 ლარი დაუჯდა.
