ტრამპმა საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის საბოლოოდ იტყვის უარს „დიფ სთეითის“ შექმნილ დღის წესრიგზე

ტრამპმა საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის საბოლოოდ იტყვის უარს „დიფ სთეითის“ შექმნილ დღის წესრიგზე
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტრამპისადმი გაგზავნილი ღია წერილით, ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, მოხდეს ქართულ ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა! ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, აშშ კვლავ მცდარი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, რაც უპირველეს ყოვლისა არასამართლიანი და არადემოკრატიულია,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ტრამპმა საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის საბოლოოდ იტყვის უარს „დიფ სთეითის“ შექმნილ დღის წესრიგზე. ხოლო, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ სახეცვლილებას დაადასტურებს და არა მის დამარცხებას.
„ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტრამპისადმი გაგზავნილი ღია წერილით, ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, მოხდეს ქართულ ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა! ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, აშშ კვლავ მცდარი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, რაც უპირველეს ყოვლისა არასამართლიანი და არადემოკრატიულია. საქართველო საკუთარი წარსულით და განვლილი გზით არ იმსახურებს, არასამართლიან და კონკრეტული ჯგუფისთვის მისაღებ დამოკიდებულებას. ტრამპმა საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის საბოლოოდ იტყვის უარს დიფ სთეითის შექმნილ დღის წესრიგზე. არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ტრამპი დიფ სთეითის სახეცვლილებას დაადასტურებს და არა მის დამარცხებას! პ.ს. საქართველოს მთავრობის და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ღირებულებათა თანხვედრა, ოპტიმიზმის და ურთიერთობების გადატვირთვის საფუძველს მაძლევს“,-წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია