პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება

პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება. დროებითი კომისია ქალებთან და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. მისი უფლებამოსილების ვადა სამი თვით იქნება განსაზღვრული.
პარლამენტს აღნიშნული კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი წარედგინა, რომელსაც მიმდინარე კვირას განიხილავენ და მიიღებენ.
ცნობისთვის, აქამდე პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და ასევე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო არსებობდა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო