იან ლიპავსკი – უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის მთავარი ამოცანები საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, კონკურენტუნარიანობის აღდგენა და მისი გლობალური როლის გადახედვაა.
მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.
„ის არ გაქრება, არ აქვს მნიშვნელობა როდის და როგორ დასრულდება ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
მინისტრის თქმით, შესაძლო ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ.
იან ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაეზარდა. თუმცა, მისი თქმით, ამ მაჩვენებლებს თავდაცვისუნარიანობისა და სამრეწველო წარმოების ზრდა უნდა მოჰყვეს.
„ევროპამ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სისტემები უნდა აწარმოოს როგორც საკუთარი საჭიროებებისთვის, ასევე პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს