“იუვენტუსი” “შახტარის” ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

“ტუტოსპორტის” ცნობით, “იუვენტუსი” “შახტარის” 21 წლის ნახევარმცველ გიორგი სუდაკოვის სამსახურით დაინტერესდა და იანვარში მის გადაბირებას შეეცდება.
“იუვენტუსს” 21 წლის სუდაკოვის იჯარით აყვანა გამოსყიდვის აუცილებელი პირობით სურს, “შახტარს” კი გაყიდვა უნდა და ტრანსფერში მინიმუმ 35 მილიონ ევროს მოითხოვს.
სუდაკოვს “მეშახტეებთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში