შალვა პაპუაშვილი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.
ახალი რეგლამენტის პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება