პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა

პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, პარიზის სასამართლომ ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე 2021 წელს, ფილმის გადასაღებ მოედანზე, ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესის განმავლობაში მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო მისი ადვოკატი მათ მოხსნას მოითხოვდა.
პროცესზე მოსამართლე ტიერი დონარმა აღნიშნა, რომ ჟერარ დეპარდიეს მიერ გადასაღებ მოედანზე მომხდარი მოვლენების ახსნა არადამაჯერებელი იყო.
მსახიობის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დღესვე გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება