ციხის ათმა თანამშრომელმა დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გიორგი ხოჭავა

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პატიმრობის დროს განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.
როგორც ხოჭავამ განაცხადა, ციხის თანამშრომლებმა მას სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ფეხი და ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა, შემდეგ კი, დაემართა ქრონიკული ტუბერკულოზი, ვინაიდან, ე.წ. ტუბზონაზე მისი ეტაპირება მხოლოდ მე-11 თვეს მოხერხდა, ამ დროს კი ხოჭავა 38 კილოგრამს იწონიდა.
“ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ და ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები- ნემსები და ბევრი პრეპარატი, 4 თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ჩემზე ზეწოლა და ა.შ., რომელსაც თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი ახორციელებდა.
როცა უკვე ფეხი მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე, გამიჩნდა ტუბერკულოზი და საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება “ტუბზონაზე”, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ და ახლა ვარ 79კგ, მაშინ მივედი 38 კგ-მდე.” – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
Previous: პრემიერი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
Next: მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი