პეტრე ცისკარიშვილი – მნიშვნელოვანია, ვაშინგტონში იცოდნენ, რომ „რუსულ-ქოცური“ საქართველოს გარდა, პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს

საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაშინგტონში, კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა და ჯერ კიდევ არსებობს.
„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები კონგრესში ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას სხვა ინსტიტუციებში გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, ამ ქალაქში ხალხმა იცოდეს, რომ „რუსულ-ქოცური“ საქართველოს გარდა, პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს. სინამდვილეში, საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, პროგრესული, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ს ფაქტორს, მისი შვილი ნიკუშა ჩვენთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში მთავარი პროდასავლელი, პროამერიკული ლიდერი იყო რეგიონში და ის, რომ მეოთხე წელია იზოლაციაშია და ამ რეჟიმს საკანში ჰყავს გამოკეტილი, ამას ყველა ხედავს. სწორედ იმიტომ ისჯება ის, რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე, არ თამაშობდა რამდენიმე ფრონტზე, როგორც ამას თავიდან ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობდა, რომლებმაც ბოლოს ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და თავისი პრორუსული, პროირანული დამოკიდებულება გამოიჩინეს. წინა წლებში გვახსოვს, რომ ისინი ცდილობდნენ რამდენიმე ვექტორზე ერთდროულად ემუშავათ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული იყო. ჩვენმა მეგობრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმთან, პუტინთან, თუ სხვა მათ მეგობრებთან და აქტორებთან უწევთ ურთიერთობა”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ 12 მაისს -ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ეს ვაშინგტონში პირველი ვიზიტია საქართველოდან მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა „მეგობარი აქტი“ მიიღო.