3-დან 5 იანვრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის, უქმე დღეები გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის, სამიდან ხუთი იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა.
ს ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 21 საკითხი განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მთავრობის დადგენილების პროექტზე – “ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
“ადმინისტრაციის ცნობით, გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარების პროექტზე.
მხარი დაუჭირეს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა”და “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებსაც, ეს პროექტები თევზჭერის, იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
ამას გარდა, საუბარი შეეხო “გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია