ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიან ტურნეს იწყებს, ის ერ-რიადში უკვე ჩაფრინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიან ტურნეს იწყებს.
მედიის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტის თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩაფრინდა.
ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგავს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება -სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე.
ამასთან, სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ორი გარიგება დაამტკიცა. გარიგებების საერთო ღირებულება, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის გაყიდვას მოიცავს, დაახლოებით 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ABC News-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავის საჩუქრად მისაღებად, რომელსაც საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენებენ, სანამ დონალდ ტრაპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.
თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლინ ლივიტი ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის ყველა მოქმედი კანონის სრული დაცვით მიიღება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში