იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით, ხოლო იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 15.7 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.