ევროპის ჩემპიონატზე სთრონგმენში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე სთრონგმენში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 3 რეკორდიც დაამყარეს.
ოქროს მედლები ნიკოლოზ სამხარაძემ (80კგ) და ჭაბუკა ჭიღლაძემ (+120კგ) დაეუფლნენ. მსოფლიო რეკორდი ნიკა სამხარაძემ მოძრაობა „ზერხერში” და ჭაბუკა ჭიღლაძემ კი მოძრაობა „ლოგ ლიფტში ” (იგივე “მორის” აწევა) დაამყარეს.
ვერცხლის მედლები თორნიკე ხუციშვილის (90კგ), ვალიკო ფიფიას (105კგ) და ნიკა ლეკაიძის (+120კგ) ანგარიშზეა. ნიკა ლეკაიძემ მოძრაობა „ზერხერში” ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ბრინჯაოს მედალს 120 კგ-ში შოთა გოგობერიშვილი დაეუფლა.