დონალდ ტრამპი – ევროკავშირი ჩინეთზე უარესია

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
„ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან. უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს. ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრაპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირმა კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
Politico წერს, რომ, ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”