რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის – გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისა თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
„აღნიშნა რა, რომ რუსეთსა და ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სა და უკრაინის დელეგაციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს დასძინა, რომ ახლა გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ