იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა – დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლორენცო ფონტანას შეხვდა.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა 2023 წელს საქართველოსა და იტალიას შორის დაფუძნებულ მაღალი დონის დიალოგს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
„მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წელს იტალიაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ლორენცო ფონტანამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია და აღნიშნა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანა.
შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით