უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

უკრაინამ -თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რის შედეგადაც რატიფიცირების პროცედურა ოფიციალურად დასრულდა.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მხარი 8 მაისს დაუჭირა.
„აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება ში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.