ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თურქეთში ვიქნები, იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ – უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს

ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, -ის პრეზიდენტის იდეას, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ახლახან მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრისთვის მზადყოფნა ღიად გამოვხატე. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. ჩვენ უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. ეს იდეა მართებულია. ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, რომ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთში ჩავიდეს.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ