ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგის პარლამენტის – დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობებით, შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.
„მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუქსემბურგთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს.
მან ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო დღის წესრიგსა და გეგმებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით