ტრამპის თქმით, შესაძლოა თურქეთში თავადაც გაემგზავროს მოლაპარაკებებისთვის

„ვფიქრობდი [თურქეთში] გადაფრენას. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ [შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ]“, – განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.
10 მაისს ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ს 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს(15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.
მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ სთან ერთად მოითხოვეს ცეცხლის უპირობო, 30-დღიანი შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, პუტინს მოუწოდა, მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის უპირობო შეწყვეტა გამოაცხადოს.
ამის მიუხედავად, უგულებელყოფს 30-დღიანი ზავის წინადადებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს