,, ჰოდა, მეგობრებო, ნუ იჭრით თავს” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე:
,.მშობლიურმა პროგრესულმა წრემ, აქაც გამოიჩინა არნახული სიბრიყვით თავი და ვითომ ჰუმანიზმის სასარგებლოდ, დასახიჩრებული ძაღლის გამო წუხილს, ადამიანთა და ცხოველთა მოყვარეების დაუნდობელ ბრძოლად წარმოაჩენს. სიბრიყვის გარდა, მავნებლობაა ეს მენერული ბოდვა – ,,პატარა ბავშვებს ერჩიან ძაღლების მოყვარულები!”
ის, ვინც ცხოველს აწამებს, სამომავლოდ აწამებს ადამიანსაც, თუ არა – ახლა. ბევრი მიზეზის გამო, ზოგიერთ ბავშვში ქცევის ეს მოდელი შემჩნეულია და შესაძლებლობის მიხედვით ვლინდება ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ. ასეთი ბავშვების დასჯა კი არა – მკურნალობაა აუცილებელი და ნებისმიერი კვალიფიციური ფსიქიატრი იგივეს გეტყვით – სოციო და ფსიქოპათიის ჩანასახის ერთი ნიშანი სწორედ მსგავსი ქცევების კომპლექსია.
ჰოდა, მეგობრებო, ნუ იჭრით თავს. თორემ რასაც ებრძვით – თითქოს ვიღაცებს ცხოველი ადამიანზე უპირატესი ჰგონიათ – უნებლიედ სერიოზულ საფუძველს მისცემთ.
მარად თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ