რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ , – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ჩვენ ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ყველაფერი ნათელია. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არ არის სერიოზულად განწყობილი და ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა შაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდეს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
