“პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ” – პაპი ლეონ XIV

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ, განაცხადა:
“მშვიდობა თითოეული ჩვენგანით იწყება – იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, როგორ ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე… ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გაშუქებისთვის პატიმრობაში არიან და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდე. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ. ეკლესია ამ მოწმეებში – ვგულისხმობ მათ, ვინც ომს სიცოცხლის ფასადაც კი აშუქებს – აღიარებს იმ ადამიანების გამბედაობას, ვინც იცავს ღირსებას, სამართლიანობას და ადამიანების ინფორმაციის მიღების უფლებას, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, გვიბიძგებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო