თბილისი საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ სამიტს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში, B2B Summit by Tarifa მიმდინარეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.
სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
B2B Summit by Tarifa-ს მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვთ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში, ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურები მოეწყობა. ასევე, სხვადასხვა სასტუმროებისა და ღონისძიების ჩატარების ადგილების ინსპექტირების ტურები გაიმართება, რათა ევროპული კომპანიები გაეცნონ საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას სამომავლოდ მასშტაბური ფორუმების, სამიტების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.
კომპანია „ტარიფა“ (Tarifa) წარმოადგენს პროფესიონალური კონგრესის ორგანიზატორ კომპანიას (PCO), რომელიც 25 წელია წარმატებით ფუნქციონირებს შეხვედრების ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია მსხვილ ღონისძიებებს აწყობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს