“იმედზე” არ ეუბნებიან, რომ ევროპელი პენსიონერი ქუჩაში ხურდებს არ აგროვებს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ერთ–ერთი ყველაზე ცუდი სცენარი რაც ცხოვრებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, ალბათ არის ის, რომ ღრმა სიბერეში ქუჩაში ჯდომა და მოწყალების თხოვნა გიწევს. გუშინ მარშის შეკრების ადგილის მახლობლად მოხუცი ქალი კიბეზე იჯდა, ხურდებიანი პატარა ჯამით და ბუტბუტებდა, ამათ ქვეყნის არევა უნდათო, ანუ პროტესტის მონაწილეებზე ამბობდა. დიდი ფანტაზია არ ჭირდება ამ ქალის მძიმე ცხოვრების წარმოდგენას. ზამთარ–ზაფხულ საათობით ქუჩაში ჯდომით ქანცგაწყვეტილი ალბათ მიდის სახლში, იმედზე რამე სერიალს უყურებს, სერიალსა და სერიალს შორის კი უყვებიან, რომ მთელი მსოფლიო ქაოსშია, იქცევა, ნადგურდება, და მხოლოდ საქართველოშია მშვიდობა ბატონი ბიძინას წყალობით. ალბათ შიშობს, რომ თუ აქაც “აირია“, იმ ხურდებსაც დაკარგავს, რასაც ახლა აგროვებს. ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება უკეთესადაც იცხოვროს და რომ ევროპელი პენსიონერი ქუჩაში ხურდებს არ აგროვებს. ამას იმედზე არ ეუბნებიან. სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს