თაზო დათუნაშვილი – რეგიონებში შეხვედრების გამართვა არ ნიშნავს, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება

რეგიონებში შეხვედრების გამართვა ცალსახად არ ნიშნავს, რომ „ლელო“ თვითმმართველობის სთვის ემზადება – აუცილებელია, რომ პარტიის წევრებმა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, პირველი ხელიდან მიიღონ,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„რეგიონებში შეხვედრების გამართვა ცალსახად არ ნიშნავს, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. „ლელო“ ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, რომელიც უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები. თვეების წინაც რუტინულად დავდიოდით რეგიონებში და ადგილობრივ აქტივს ვხვდებოდით. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ოფისები არ დაგვიხურავს და ვოპერირებთ ყველა ქალაქში. აუცილებელია, რომ პარტიის წევრებმა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, პირველი ხელიდან მიიღონ.
დღეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და ბედი წყდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ციხიდან გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ციხეში ტყუილად სხედან, ც პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ ვგულისხმობ. უნდა შევწყვიტოთ იაფფასიანი, არაფრის მომცემი და პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელი კინკლაობა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. მისი შეფასებით, „-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომელმაც 2 წლის წინ გვითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან ანტიქართული საქმიანობის გამო დასანქცირდა“.
„არ ვიცი, რა სტატუსით მივიდა წითელ მოედანზე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი. აშშ-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომელმაც 2 წლის წინ გვითხრა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან ანტიქართული საქმიანობის გამო დასანქცირდაო. შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი დააფარა და თავისი ფულით ქვეყნიდან გააქცია. არ ვიცი, რა სტატუსით იყო – რიგითი რუსი პატრიოტი თუ რიგითი „ჩეკისტი“.
ფარცხალაძეზე გაკეთებული ფსონი, მის მიერ საქართველოში შექმნილი რუსული პარტია და ის ხალხი, რომელიც ამ პარტიამ შემოიკრიბა, მათ „ხელისუფლებამ“ კომპლექსები მოუხსნა, ეს ხალხი აქამდე იმალებოდნენ და თავიანთ შეხედულებებს მალავდნენ, დღეს კი დარბაზებში იკრიბებიან და სერიოზულად ლაპარაკობენ, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დაჯდეს. იგივე ხალხი სა და კალაძეს აგინებს, რომ მათ დანარჩენ საქართველოს ევროპის დღე მიულოცეს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ასევე, თაზო დათუნაშვილი კიდევ ერთ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საგარეო საქმეთა სამინისტრო შტატებს ამცირებს. დათუნაშვილი ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეებს საგარეო უწყებიდან ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო უშვებენ.
„ძალიან მძიმე ვითარებაა ყველა უწყებაში, მათ აღარანაირი ელექტორალური საყრდენი აღარ აქვთ. „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური საყრდენი ოქტომბრის არჩევნებამდე ჰქონდა, რადგან ეს საყრდენი ევროპულ გზაზე გადიოდა, დღეს კი ეს საყრდენი გამოცლილი აქვთ. მათ ამომრჩევლები დაკარგეს. ქართველი კაცი უკეთეს მომავალს მოსკოვში და პეკინში ვერ ხედავს, ფაქტია. ამ ადამიანების წმენდა მიდის. ასევე იდეოლოგიურიცაა – ამცირებენ დასავლურ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში წარმომადგენლობას და თან ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან, რომლებიც მათ შეხედულებებს არ ეთანხმებიან. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ანტიქართული ქმედებით ანგრევს უდიდეს ინსტიტუტს, ქართული დიპლომატიის, რომელიც ძლივს ავაშენეთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ