მარკო რუბიო დევიდ ლემის და ფრიდრიხ მერცს უკრაინაზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საკითხიც განიხილეს, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლემისთან მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტაა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა და მარკო რუბიომ გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ს კიევში გამართული შეხვედრა და საერთო მიზანი – ში ომის დასრულება განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას