ელისეის სასახლე – როცა ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს – ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ

როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისკენ მიმავალ მატარებელში ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე – ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს