დავით მათიკაშვილი – საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი!

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი! – ამის შესახებ დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით მათიკაშვილი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც გარეტ უორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებითა და ხელისუფლების მცდელობით, შეიზღუდოს თავისუფალი მედია და დაიხუროს სივრცე დებატებისთვის.
„ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება ღიმილის მომგვრელია. ჩვენმა ქვეყანამ მედია საშუალებების მარეგულირებელ სივრცედ სწორედ ბრიტანული მოდელი – ე.წ. ბიბისი-ს მოდელი მიიღო.
საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი.
ის, რომ კონკრეტული ტელეკომპანიების ბულინგზე ევროპული ქვეყნების ელჩები არც რეაგირებენ, ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ევროპის კონტინენტზეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.