“საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა — ამის შესახებ РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ.
მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აღიარებს რეალობას და ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, შესაძლებელი იქნება სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი.
„ჩვენი პრიორიტეტია მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს: მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო,“ — განაცხადა გუნბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთში ეს კურსი ჯერ კიდევ ეროვნული-გამათავისუფლებელი მოძრაობის წლებში, ვლადისლავ არძინბას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და დღემდე უცვლელი რჩება.
გუნბამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთს არც ომი სურს, არც კონფლიქტი – “არამედ დიალოგისა და რეგიონში სტაბილურობისკენ მიისწრაფის”.
