ტოპ 10 უმდიდრესი წყვილი მსოფლიო ფეხბურთში

Gambling Zone-მა მსოფლიო ფეხბურთში უმდიდრესი წყვილების ათეული შეადგინა. პირველ ადგილზე დევიდ და ვიქტორია ბექჰემები არიან, რომელთა ქონებაც 412,1 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მეორე პოზიციას კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი 410,5 მილიონით იკავებენ, მესამე პოზიციაზე კი ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო 182 მილიონი ფუნტით არიან.
ტოპ 10 კი ასე გამოიყურება:
1) დევიდ და ვიქტორია ბექჰემები – 412,1 მილიონი ფუნტი
2) კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი 410,5 მილიონი ფუნტი
3) ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო – 182 მილიონი ფუნტი
4) უეინ და კოლინ
რუნი – 181,2 მილიონი ფუნტი
5) სერხიო რამოსი და პილარ რუბიო – 120,2 მილიონი ფუნტი
6) რობერტ ლევანდოვსკი და ანა ლევანდოვსკა – 104,2 მილიონი ფუნტი
7) ბასტიან შვაინშტაიგერი და ანა ივანოვიჩი – 84,9 მილიონი ფუნტი
8) მარიო და ანა-კატრინ გიოტცე – 68,1 მილიონი ფუნტი
9) ტომას და ლიზა მიულერები – 44,1 მილიონი ფუნტი
10) რაჰიმ სტერლინგი და პეიჯ მილიანი 36,8 მილიონი ფუნტი