დევიდ ლემი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს ევროპელ კოლეგებს უმასპინძლებს, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ ლემი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
„დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა მხოლოდ უკრაინის მომავალს არ ეხება – ის მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალურია“, – აღნიშნა ლემმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები შაბათს კიევში ჩავიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის მოწოდებისთვის 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისინი ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის შეთანხმებას რამდენიმე დღეში არ დათანხმდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს