რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (NWF) ბიუჯეტში 300 მილიარდი რუბლიდან, 3,5 მილიარდი დარჩა. რუსული მედია წერს, რომ ეს თანხა თვითმფრინავების შესაძენად იყო გამოყოფილი.
დღეისათვის შეძენილია 150-მდე თვითმფრინავი, საიდანაც 86 Аэрофлот-ის ჯგუფს ეკუთვნის, დანარჩენი – ურალის ავიახაზებს, ავიაკომპანია S7-ს და ჩარტერულ კომპანია iFly-ს.
რუსული მედია წერს, რომ თანხები იმ უცხოელ მეიჯარეებთან სადაზღვევო ურთიერთობების დასარეგულირებლად იყო საჭირო, რომელთა თვითმფრინავები 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაწესებული სანქციების შემდეგ რჩებიან.
ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან თანხა, 15 წლიანი, 1,5%-იანი შეღავათიანი სესხის სახით გამოიყო. თვითმფრინავის ახალი მფლობელი სალიზინგო კომპანია НЛК-Финанс გახდა, რომელსაც საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო აკონტროლებს.
რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან თანხების დამატებითი გამოყოფის საკითხი არ განიხილება.
