ლევან თაქთაქიშვილი: დღეს გავიგე, რომ 800 წლიანი ჭადარი წაიქცა სენაკში. თქვე დალოცვილო სენაკელებო, გადაგებელათ, მოგეარათ, რკინის სალტეები გაგეკეთებინათ…

“დღეს გავიგე, რომ 800 წლიანი ჭადარი წაიქცა სენაკში. მოვნახე მისი ფოტო წაქცევამდე. გამოფუღრული ხე, რომელსაც აქვს უზარმაზარი ტოტი, აღმართული ათ მეტრზე. თქვე დალოცვილო სენაკელებო, გადაგებელათ, მოგეარათ, რკინის სალტეები გაგეკეთებინათ. ერთი სიტყვით, ასე იდგა ათობით წელიწადიდა ელოდა იმ ქარს, რომელიც დასცემდა მიწაზე და დაასრულებდა მის ისტორიას. მარა იმ სენაკში თუ ვინმეს რამე მოეკითხება, გამგებელია, რომელიც. როგორც თქვეს, თვეში 30 დღიდან 27 თბილისშიაო.
რაღა 800 წლიანი ხის წაქცევაზე ვტირი! ვიღაცა იტყვის, მოგცლიაო, ხომ როდესღაც უნდა წაქცეულიყოო. დაიცათ, ხალხო, საქართველოში სოფლის მეურნეობა რა დღეშია, ამის მაგალითს მე ახლა გეტყვით!
ნორმალურ ქვეყანაში როგორ შეიძლებს, რომ პამიდვრის ჩითილი 5 ლარი ღირდეს. გარდენია შევარდნაძე -ში 5 ლარი ღირს ერთი ჩითილი. ხარისგულააო! რაც არ უნდა იყოს, ჩითილში 5 ლარი როგორ უნდა მისცე? რა უნდა მოისხას ჩითილიდან მიღებულმა პამიდორმა ისეთი, რომ ხარჯი ამოიღოს. თან ასეთი მოთხოვნაა გამყიდველისაგან: ათ ჩითილზე მეტს არ მივცემო( იმდენი არ გაგიხმა თავი)
ხოდა ეს ფოია ფოია ტრაკში ჩითილგაყრილი გრუზინები ყიდულობენ, პლიუს 5 ლარი შესვლაო.
რამეში კი არაა ეს ზურიე შევარდნაძე დამნაშავე? არც არაფერში! ეს შევარდნაზე დაგეშილი ქაჯი ქართველი გოიმები დგანან და ელიან 5 ლარად საყიდელ 5 სანტიმეტრიან ჩითილს. არადა ამ ხარისგულას ჯიშს ერთი მინუსი აქვს- ლამის ათჯერ შეწამვლა უნდა – ის არაა შეჩვეული ჩვენს გარემოს! საქართველოს ჰქონდა გაცილებით უკეთესი ჯიშები, მაგალითად პაპაჩემის გამოყვანილი “მუზარადი”. კარგი ჯიში უნდა გამოირჩეოდეს პირველ რიგში გემური თვისებებით და აუცილებლად რენტაბელურობით. რაც ამ ე.წ. ხარისგულას არ აქვს.
ასობით წერილი მაქვს შენახული საქართველოს და სსრკ-ს მაშტაბიდან გამოგზავნილი , თხოვნით-გაეგზავნა პაპას თავისი გამოყვანილი პამიდორის-“მუზარადის” თესლი და აგზავნიდა სსრკ-ს ქალაქებში, საქართველოს ყველა რეგიონში თავის პამიდორის თესლს უფასოდ პაპაჩემი-გიორგი თაქთაქიშვილი. პამიდორისა, რომელსაც ჭოპორტულს უწოდებდნენ. საქართველოში პამიდორის დიდ მოსავალს იღებდნენ 1990 წლამდე, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს ბაზარი თურქულმა პამიდორმა დაიპყრო, რომელიც საზღვარს დაუბრკოლებლად ლახავს, არავითარი გადასახადი! ეს დანაშაულია! პამიდორის ჯიშების სელექცია აღარ ხდება! პამიდორი აგერ თვალსა და ხელს შუა დეკორატიული მცენარე გახდა! აბა სოფლის მეურნეობის მუშაკი მის ჩითილში 5 ლარს არ გადაიხდის, ბოზი ვიყო, თუ ვტყუოდე!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.