ტრამპი აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებს „მეგობრულს“ და „კონსტრუქციულს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შვეიცარიაში ამერიკელ და ჩინელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ -ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში „სრული გადატვირთვა“ მოხდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ შეაფასა და თქვა, რომ ცვლილებებს „მეგობრული, მაგრამ კონსტრუქციული მიდგომით“ ათანხმებენ.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ომის მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მიერ ამერიკში ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფები დააწესა. ჩინეთმა პასუხოდ აშშ-ის ზოგიერთ საქონელზე 125%-იანი ტარიფები შემოიღო.
რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან.
ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის გარდა, მოლაპარაკებებზე სხვა ბევრი არაფერია ცნობილი. ერთმანეთს ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ხვდებიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული