რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანოს

თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თურქეთი მზადაა, რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს, – თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა „ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია“ და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსა და უკრაინის აღდგენის პროცესებში.