დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და ს ინტერესების უზრუნველყოფაა.
„მოლაპარაკებების მიზნები ნათელია – კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა. ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ს წინადადება უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის სურვილზე მიუთითებს.
„ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, რომელიც ადასტურებს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის რეალურ განზრახვას“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.